Accentnews.ge
პუტინმა აღიარა, რომ ორეულების გამოყენებას სთავაზობდნენ

პუტინმა აღიარა, რომ ორეულების გამოყენებას სთავაზობდნენ

27/02/2020 19:42:23 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად აღიარა, რომ ორეულების გამოყენებას სთავაზობდნენ.

"უარი ვთქვი ორეულებზე. ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რთულ დროს, 2000-იანი წლების დამდეგს იყო “, – განაცხადა პუტინმა "TACC"–თან ინტერვიუში.

ცნობისთვის: ჩეჩნეთის პირველმა ომმა, რომელიც 1994-1996 წლებში მიმდინარეობდა, 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რუსეთმა ამბოხებულ რეგიონზე კონტროლის დამყარება მოახერხა მხოლოდ მეორე ომის (1999-2009) დროს, რომელსაც მოსკოვი ოფიციალურად კონტრტერორისტულ ოპერაციას უწოდებს.

პუტინმა ჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის როლში, შემდეგ კი როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა, ჩეჩნეთი რამდენჯერმე მოინახულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S