თურქეთმა გადაწყვიტა, აღარ შეაჩეროს ევროპისკენ მიმავალი სირიელი ლტოლვილები
27/02/2020 23:10:14 მსოფლიო
თურქეთმა გადაწყვიტა, აღარ შეაჩეროს ევროპისკენ მიმავალი სირიელი ლტოლვილები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსს“ თურქმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მისივე თქმით, თურქმა სამართალდამცველებმა, სანაპირო დაცვამ და სასაზღვრო სამსახურმა უკვე მიიღეს შესაბამისი განკარგულება.
ბოლო დროს სირიულ იდლიბში განვითარებული მოვლენების ფონზე მიგრანტების ახალი ტალღა წარმოიშვა, მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია.


