Accentnews.ge
თურქეთის არმიამ სირიელ სამხედროებზე საპასუხო იერიში მიიტანა

თურქეთის არმიამ სირიელ სამხედროებზე საპასუხო იერიში მიიტანა

28/02/2020 00:59:39 მსოფლიო

თურქეთის არმიამ სირიელ სამხედროებზე საპასუხო იერიშის მიტანა დაიწყო. მანამდე იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე ავიათავდასხმა განხორციელდა, რასაც, ანკარის ცნობით, 29 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 36 დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელ ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, ასადის რეჟიმის ყველა სამიზნეზე დარტყმა მიიტანონ.

მისივე თქმით, "თურქეთი გულგრილად ვერ დააკვირდება იმას, თუ როგორ ვითარდება იდლიბში მოვლენები".

თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა თეთრი სახლის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.

26 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 5 მარტს სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავდა. თუმცა როგორც მოგვიანებით კრემლში აღნიშნეს, "პუტინს სხვა სამუშაო გეგმები აქვს“.

სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 9 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეებს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა თურქეთი გააფრთხილა, ოპერაციის დაწყებისგან თავი შეეკავებინა.
  • სირიის კონფლიქტში ჩართვას თურქეთი იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსეთთან შეთანხმებით მოწყობილ სადამკვირვებლო საგუშაგოებზე მყოფი თავისი სამხედროების დაცვის მოტივით ხსნის. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ასადის ჯარები ებრძვიან ტერორისტებს, რომლებზეც ზავის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S