BBC: ირანში კორონავირუსს 210 ადამიანი ემსხვერპლა
28/02/2020 18:10:03 მსოფლიო
ირანში ახალი ტიპის კორონავირუსს 210 ადამიანი ემსხვერპლა , - იუწყება BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით.
გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა დედაქალაქ თეირანსა და ქალაქ ყუმში დაფიქსირდა.
ოფიციალური ინფორმაციით კი, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 34-ს არ აღემატება.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 388 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსის გამო ქვეყნის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა.
ცნობისთვის: კორონავირუსი დაუდგინდა 4 ირანელ დეპუტატს, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს და ვიცე–პრეზიდენტს.


