Accentnews.ge
მოსკოვში კორონავირუსზე ეჭვის გამო 80 ადამიანს აკვირდებიან

მოსკოვში კორონავირუსზე ეჭვის გამო 80 ადამიანს აკვირდებიან

28/02/2020 18:14:46 მსოფლიო

მოსკოვის საობსერვაციო ცენტრში ახალი ტიპის კორონავირუსზე ეჭვის გამო 80 ადამიანია მოთავსებული,– ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსკოვის ვიცე-მერმა ანასტასია რაკოვამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოქალაქეები იზოლირებულ გარემოში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

„27 თებერვლის მდგომარეობით, „ცარიცინოს“ საობსერვაციო ცენტრში 80 ადამიანი იმყოფება, რომლებსაც მთავარი სანიტარული ექიმის დადგენილების თანახმად, გაწერილი აქვთ იზოლაციის რეჟიმის დაცვა“, - განაცხადა მოსკოვის ვიცე-მერმა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S