ტომ კრუზი კარანტინში მოათავსეს
29/02/2020 13:44:29 მსოფლიო
მსახიობი ტომ კრუზი კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, ფილმ „შეუსრულებელი მისია 7-ის“ გადაღებები რამდენიმე დღეში ვენეციაში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გადაიდო.
მედიის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან ფილმ „შეუსრულებელი მისია 7“-ისგადამღები ჯგუფის წევრები და სხვა მსახიობებიც.


