Accentnews.ge
აშშ–ისა და „თალიბანის“ შეთანხმება – შტატებისა და ნატო–ს მოკავშირეებმა ავღანეთი 14 თვეში უნდა დატოვონ

აშშ–ისა და „თალიბანის“ შეთანხმება – შტატებისა და ნატო–ს მოკავშირეებმა ავღანეთი 14 თვეში უნდა დატოვონ

29/02/2020 20:30:06 მსოფლიო

აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, შტატები და ნატო–ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი ყველა სამხედრო მოსამსახურე ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებს. „თალიბანი“ კი პირობას დებს, ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.

მხარეები იმედოვნებენ, რომ ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობა დამყარდება.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან არიან. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტის – 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის: ქართველი სამხედროები პირველად ავღანეთში 2004 წლის ოქტომბერში გამოჩდნენ. მაშინ 50 სამხედრო მოსამსახურე ერთჯერადი მისიით ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებს იცავდა. 2009 წლის ნოემბრამდე საქართველოს ავღანეთში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ჰყავდა, ისიც ლიეტუვის კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის 17 ნოემბერს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული - 173 ქართველი მეომარი ქაბულში განათავსეს. 2010 წლის აპრილიდან ჰელმადის პროვინციაში ქართული მისია დამატებით 750 სამხედროთი გაიზარდა. 2013 წელს საქართველო ISAF-ის მისიაში 1600-მდე ჯარისკაცით იყო ჩართული. 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ნატო–ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია მოქმედებს. საქართველოდან მისიაში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებულები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S