Accentnews.ge
„თურქიშ ეარლაინსმა“ კორონავირუსის გამო იტალიაში რეისები გააუქმა

„თურქიშ ეარლაინსმა“ კორონავირუსის გამო იტალიაში რეისები გააუქმა

01/03/2020 07:18:18 მსოფლიო

თურქულმა ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსმა“ კორონავირუსის გამო იტალიაში რეისები გააუქმა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ფრენები იტალიაში პირველი მარტიდან შეწყდა.

იტალია ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია.

კორნავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თურქიშ ეარლაინსის“ 250 თვითმფრინავს დეზინფექცია ჩაუტარდა.

მანამდე თურქულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა ფრენები ჩინეთსა და ირანში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S