Accentnews.ge
ანკარაში „სპუტნიკის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს

ანკარაში „სპუტნიკის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს

01/03/2020 12:52:35 მსოფლიო

ანკარაში რუსული სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს ოთხი თანამშრომელი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის სააგენტოს თურქეთის ბიუროს მთავარი რედაქტორიც.

მანამდე, „სპუტნიკის“ მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა სამი ჟურნალისტის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ისინი 29 თებერვალს გვიან საღამოს დააკავეს. სამივე დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.

სიმონიანის თქმით, „სპუტნიკის“ ჟურნალისტები დაუდგენელმა პირებმა საკუთარი ბინებიდან წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ისინი დაკავებულები არიან.

ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ანკარას ვითარების გარკვევისა და რუსული მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S