Accentnews.ge
ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

01/03/2020 19:09:19 მსოფლიო

ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 32 ადამიანია ინფიცირებული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონი კორონავირუსთან დაკავშირებით ხვალ მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს. პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანას ვირუსთან გამკლავების ყველა რესურსი აქვს.

ბორის ჯონსონის თქმით, განიხილება სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა და საჯარო ღონისძიებების გაუქმება.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პენსიაზე გასულ ექიმებს კვლავ გამოიძახებს. ისინი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იქნებიან ჩართულები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S