Accentnews.ge
ბატიაშვილი თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო ესკალაციას პროგნოზირებს

ბატიაშვილი თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო ესკალაციას პროგნოზირებს

01/03/2020 20:01:52 მსოფლიო

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი სირიაში თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო ესკალაციის მოლოდინი აქვს.

"დღეს იდლიბში გამართულ ბრძოლებში ჰაერშიც და ხმელეთზეც აშკარა უპირატესობას თურქული მხარე ფლობდა. მათ არამხოლოდ დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს, არამედ სამხედრო თვითმფრინავებიც ჩამოუყარეს მოწინააღმდეგეს. დღევანდელ ბრძოლებში რუსები რეალურად განზე გადგნენ და გამოჩნდა, რას ნიშნავს თურქეთისა და სირიის შეიარაღებული ძალების ერთიერთზე დარჩენა.მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, რუსეთი თურქეთს შემდგომშიც მისცემს ამის საშუალებას და თუ მისცემს, როდემდე? ცხადია, რუსეთი მოკავშირე ასადის მიტოვებას არ აპირებს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ თვითმფრინავების ჩამოგდებაში გართულმა, ძალიან თავისუფად შეიძლება რუსული თვითმფრინავიც ჩამოაგდო, რომლის კუთვნილების გარჩევაც შორიდან შეუძლებელია და რომლებიც მუდამ დაფრინავენ იდლიბის თავზე.რა შედეგები შეიძლება მოყვეს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას თურქეთისთვის, კარგად ვნახეთ 2015 წელს. ცხადია, რომ მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში ამჯერად უფრო მკაცრი პასუხი იქნება.ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რომელიმე მხარე რაიმეს დათმობას აპირებდეს. ამიტომ, ამ დღეებში დიდი ალბათობით, იქნება სამხედრო ესკალაცია თურქეთსა და რუსეთს შორის",– ამბობს ბატიაშვილი.

იხილეთ ასევე: „მოკავშირეები“ - ომის ზღვარზე: რა შუაშია საქართველო?

ცნობისთვის: თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა 1 მარტს სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ჩატარების შესახებ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ოპერაცია დაიწყეს იმ ავიადარტყმის საპასუხოდ, რომელიც 27 თებერვალს თურქი სამხედროების პოზიციებზე განხორციელდა და 36 თურქი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.

„თურქეთს არ გააჩნია რუსეთთან და სირიასთან დაპირისპირების მიზანი. ჩვენი ამოცანაა - ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებათა შეჩერება, რადიკალიზაციის აღმოფხვრა და მიგრაციის თავიდან აცილება. თურქეთის შეიარაღებული ძალები ეფუძნება თავდაცვის უფლებას. ჩვენი სამიზნეები არიან მხოლოდ ასადის მომხრეები, რომლებიც თავს ესხმიან თურქ სამხედროებს“, - განაცხადა ხულუს აქარმა.

მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან თურქეთმა გაანადგურა უპილოტო საფრენი აპარატი, 8 ვერტმფრენი, 103 ტანკი, 72 საარტილერიო დანადგარი, სამი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, განეიტრალებულია სირიის რეჟიმის 2212 სამხედრო მოსამსახურე.

„თავდაცვის უფლებაზე დაყრდნობით, თურქეთი ძლიერ დარტყმებს განახორციელებს ჯარების განლაგებაზე, კერძოდ, სადამკვირვებლო პუნქტების რაიონში. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს! თურქეთი ელის რუსეთისგან ყველა ბერკეტის ამოქმედებას ბაშარ ასადის რეჟიმზე ზემოქმედებისთვის, რათა შეწყვიტოს თავდასხმები და ასადმა გაიყვანოს ძალები სოჭის ხელშეკრეულებაში აღნიშნული ზონების მიღმა“ ,- განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S