იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
01/03/2020 20:41:19 მსოფლიო
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
როგორც "როიტერი" წერს, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დადასტურებულია ინფიცირების 1 694, ხოლო გამოჯანმრთელების 83 შემთხვევა.
მსოფლიო მასშტაბით ვირუსი 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან 42 334 გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.


