Accentnews.ge
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას წყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას წყვეტს

02/03/2020 04:41:22 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ პიტ ბუტიჯეჯი საპრეზიდენტო მარათონს ეთიშება.

38 წლის ბუტიჯეჯმა აიოვას შტატში დემოკრატების კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა ნევადაში გამართულ კონკურსში - მესამე ადგილი, ნიუ-ჰემფშირში გამართულ პრაიმერიზში - მეორე პოზიცია, სამხრეთ კაროლინას შტატში კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კაროლინას შტატში გამართული პრაიმერიზის შემდეგ საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა „დემოკრატმა“ კანდიდატმა - მილიარდერმა ტომ სტეიერმა.

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯერ-ჯერობით ექვსი კანდიდატი აგრძელებს, თავდაპირველად მათი რაოდენობა 20-ს აჭარბებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S