რუსეთი თურქული თვითმფრინავების უსაფრთხოების უზრუნვეყოფაზე უარს აცხადებს
02/03/2020 04:48:54 მსოფლიო
რუსეთი ვეღარ უზრუნველყოფს სირიის თავზე თურქული თვითმფრინავების უსაფრთხოებას მას შემდეგ, რაც დამასკომ იდლიბის საჰაერო სივრცე დახურა,- ამის შესახებ სირიაში მოწინააღმდეგე მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა ოლეგ ჟურავლიოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, "სირიის მთავრობა იძულებული გახდა, იდლიბის საჰაერო სივრცე დაეხურა".
”ასეთ პირობებში რუსეთის დროებითი ჯგუფის სარდლობა სირიაში თურქული თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს”, - აღნიშნა ოლეგ ჟურავლიოვმა.
ცნობისთვის: 1 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეფ-16 ტიპის თურქულმა გამანადგურებლებმა სირიის ხელისუფლების კუთვნილი ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სირიის საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა კი ექვსი თურქული დრონი გაანადგურეს. სირიამ ეს ცნობა უარყო.


