იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა
02/03/2020 04:59:40 მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1 694 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 34 ადამიანი.
ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ იტალიაში ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 89 073-მდე გაიზარდა. აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება. ვირუსით გარდაიცვალა 3 044, გამოჯანმრთელდა 45 064 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ კორეაშია, სადაც ვირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა ფიქსირდება, შემდეგ მოდის იტალია 1 694-მდე ინფიცირებულით. ირანში ოფიციალურად დადასტურებული 978 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.


