Accentnews.ge
პუტინი ნავთობის არსებულ ფასებს მისაღებად მიიჩნევს

პუტინი ნავთობის არსებულ ფასებს მისაღებად მიიჩნევს

02/03/2020 07:54:02 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნავთობის არსებულ ფასს “მისაღებად” მიიჩნევს.

ეს განცხადება მან მოსკოვში, ენერგეტიკის დარგში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებთან თათბირზე გააკეთა, რომელზეც რუსეთის ეკონომიკური განვითარების ჭრილში “კორონავირუსის ეფექტი” განიხილებოდა.

ანალიტიკოსების აზრით, ამით პუტინმა ნავთობის ექსპორტიორებს მიანიშნა, რომ ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსული მხარე მზადაა, ბაზრებზე მოთხოვნის ვარდნის გამო მიწოდების შემცირების საკითხი განიხილოს. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ვენაში დაგეგმილ “ოპეკ +”-ის ფორმატის შეხვედრას "გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევის ინსტრუმენტად” განიხილავს, - იუწყება "Интерфакс".

გასულ კვირას გაჩნდა ცნობები ოპეკ-ის წევრი რიგი ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთის განზარხვის შესახებ, ნავთობმოპოვების მოსალოდნელზე მეტი შემცირებისთვის იღვაწონ. ამ ნაბიჯის აუცილებლობას ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით ნავთობზე მოთხოვნის შემცირებით ხსნიან, - იუწყება Reuters.

რაც შეეხება რუსეთს, იგი აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას ნავთობის გაყიდვების შემდგომი შემცრებისათვის და დაჟინებით მოითხოვდა, არსებული დონე მარტის ბოლომდე შენარჩუნებულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S