ფილიპინებზე, სავაჭრო ცენტრში 30 მოქალაქე ტყვედ ჰყავთ აყვანილი
02/03/2020 08:29:52 მსოფლიო
ფილიპინების დედაქალაქ მანილას გარეუბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში მამაკაცს ტყედ 30 მოქალაქე ჰყავს აყვანილი.
ეჭვმიტანილი სავაჭრო ცენტრის დაცვის ყოფილი თანამშრომელი არჩი პარაია, რომელიც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პისტოლეტითა და ყუმბარითაა შეიარაღებული.
როგორც ქალაქის მერმა ფრენსის ზამორამ განაცხადა, ეჭვმიტანილი ყოფილი თანამშრომლების გადაბირებასაც შეეცადა, თუმცა არც ერთი მათგანი არ აჰყვა.
ამჟამად მამაკაცთან მოლაპარაკებები წარმოებს. რა მოთხოვნები აქვს მას - ჯერ-ჯერობით უცნობია.


