Accentnews.ge
ყაზახეთში 1 ტონაზე მეტი ქართული მანდარინი დაწვეს

ყაზახეთში 1 ტონაზე მეტი ქართული მანდარინი დაწვეს

02/03/2020 14:47:22 სამართალი

ყაზახეთში 1 ტონაზე მეტი ქართული მანდარინი დაწვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიზეზი ციტრუსებში მავნებელ კომსტოკის აღმოჩენა გახდა.

"იმისათვის, რათა მავნებლის გავრცელება გამოგვერიცხა, ქართული ციტრუსების მსხვილი პარტია მთლიანად გავანადგურეთ. ფაქტზე აძღრულია ადმინისტრაციული საქმე, პროდუქციის მფლობელი დაჯარიმდა 53 025 ტენგეთი" - იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ცნობისთვის: ხსენებული მავნებელი როგორც ხეხილს, ისე ბოსტნეულს, ტყისა და დეკორატიულ ნარგავებს ანადგურებს.

"აქცენტი" მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, რომელმაც დეტალების გარკვევისთვის ექსპორტიორ კომპანიასთან გადაგვამისამართა.

"ქართული ბაზარი მოცემულ შემთხვევასთან კავშირში არაა",- აცხადებენ სააგენტოში.

როგორც უწყებაში განმარტეს, ტვირთი საბაჟო გამშვებ პუნქტზე იღებს შესაბამის სერთიფიკატს, ხოლო თავად პროცედურა მისი ვარგისიანობის შემოწმებასაც ითვალისწინებს. უშუალოდ გადაზიდვის წესების დაცვაზე პასუხისმგებელი ექსპორტიორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S