Accentnews.ge
პუტინი ერდოღანს 5 მარტს მოსკოვში შეხვდება

პუტინი ერდოღანს 5 მარტს მოსკოვში შეხვდება

02/03/2020 16:43:47 მსოფლიო

კრემლსა და თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთისა და თურქეთის ლიდერები სირიის კრიზისზე სასაუბროდ ერთმანეთს 5 მარტს მოსკოვში შეხვდებიან.

როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე დღეა, სირიის ჩრდილო-დასავლეთში თურქი სამხედროები უპირისპირდებიან ბაშარ ალ ასადის არმიას, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთი უჭერს მხარს.

დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისგან მოელის შეთანხმების მიღწევას პროვინცია იდლიბში ვითარების განსამუხტად.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი “დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქ პარტნიორებთან ურთიერთქმედებას", თუმცა იქვე დასძინა, რომ პუტინის პოზიცია ერდოღანთან მოლაპარაკებებზე "უცვლელი იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S