აშშ–მა ისრაელთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააუქმა
02/03/2020 19:19:57 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) გამო აშშ–მა ისრაელთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააუქმა, – იუწყება CNN.
მისივე ცნობით, სწავლება სახელწოდებით “Eagle Genesis“ მომდევნო თვეში უნდა გამართულიყო და მასში მონაწილეობა იტალიის ქალაქ ვიჩენზას სამხედრო პოლიგონზე დისლოცირებულ ამერიკელ მედესანტეებს უნდა მიეღოთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება.


