უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს
03/03/2020 07:53:37 სამართალი
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს.
კიევის პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული "კობა რუსთავსკია", რომელიც 2016 წლიდან "ინტერპოლის" ხაზით იძებნებოდა. მას ესპანეთში მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, იგი სამართალდამცველებმა ჩერნოვიცკის რეგიონში, რუმინეთთან საზღვარზე დააკავეს. მისი ვინაობა ჯერ–ჯერობით უცნობია.


