Accentnews.ge
პუტინი ირანში მიიწვიეს

პუტინი ირანში მიიწვიეს

03/03/2020 08:56:50 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა რუს კოლეგას სირიის საკითხებთან დაკავშირებით ასტანის ფორმატის შეხვედრის ირანში გამართვა შესთავაზა,- ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში ირანის ელჩმა ქაზემ ჯალალმა განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს როუჰანისა და პუტინს შორის. პრეზიდენტმა როუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ შემდეგი სამიტი ასტანის ფორმატის ფარგლებში უახლოეს ხანებში ირანში გაიმართოს”, - აღნიშნა ელჩმა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.

„არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირან-რუსეთის კოალიცია“, - განაცხადა ჯალალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S