ლონდონში მუსიკალური სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
03/03/2020 10:46:46 მსოფლიო
ლონდონის გილდჰალის სახელობის მუსიკისა და დრამის სკოლის ერთ–ერთ მასწავლებელს ახალი ტიპის კორონავირუსი („COVID-19“) დაუდასტურდა.
„COVID-19“–ით დაავადებულს ბოლო 10 დღის განმავლობაში რამდენიმე სტუდენტთან ჰქონდა კონტაქტი. სკოლა მომდევნო 14 დღით იხურება“, – ნათქვამია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 40 ადამიანია ინფიცირებული.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 მოქალაქე იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 150-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.


