Accentnews.ge
23 ირანელ დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

23 ირანელ დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

03/03/2020 11:55:01 მსოფლიო

ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით იუწყება.

„კორონავირუსზე ტესტის გავლის შემდეგ 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა“, - აცხადებს მესრი.

კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2336.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S