Accentnews.ge
კორონავირუსის გამო რუსეთთან საზღვარზე კილომეტრიანი რიგებია

კორონავირუსის გამო რუსეთთან საზღვარზე კილომეტრიანი რიგებია

03/03/2020 12:23:12 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) შემოღწევის პრევენციის მიზნით გაძლიერებული კონტროლის პირობებში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მრავალკილომეტრიანი რიგები წარმოიშვა.

როგორც "როსპოტრებნადზორის" ჩრიდლოეთ ოსეთის ბიუროში განმარტავენ, მოწმდება თითოეული მგზავრი და ავტომანქანა, რაც იძულებითი ზომაა, რომელიც საზღვრის კვეთის პროცედურას ახალგრძლივებს და რიგებს იწვევს.

"სპეციალური ტელევიზორების მეშვეობით სკანირებას გადის საქართველოდან შემომავალი თითოეული მგზავრი. თუ რომელიმე მოქალაქეს ნორმაზე მაღალი სიცხე უფიქსირდება, მას მედიკოსები ამოწმებენ და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება" - აცხადებენ რუსულ უწყებაში.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.

ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S