ირანში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ასობით პატიმარი გაათავისუფლეს
03/03/2020 19:32:14 მსოფლიო
ირანში ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ათიათასობით პატიმარი ციხიდან "დროებით გაათავისუფლეს".
კერძოდ, ოფიციალური წყაროების ცნობით, გათავისუფლებულია 54 000 მსჯავრდებული.
როგორც ხელისუფლება ირწმუნება, გათავისუფლებამდე მათ შემოწმება გაიარეს და ახალი ტიპის კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს რამდენიმე ჩინოსანი, სულ კი 77 მოქალაქე ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2340.


