ტრამპი ხელფასის ნაწილს აშშ–ის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს
03/03/2020 20:05:32 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი 2019 წლის მეოთხე კვარტლის ხელფასს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს.
თეთრი სახლის პრეს–სამსახურის ცნობით, აღნიშნული თანხა 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ–ის პრეზიდენტი გახდა, მან ხელფასის ნაწილი სხვადასხვა სახეlმწიფო უწყებებს, მათ შორის ქირურგიის გენერალურ დეპარტამენტს, უსაფრთხოებისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტებს არაერთხელ გადაურიცხა.
ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსს 9 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 118.


