Accentnews.ge
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

03/03/2020 20:50:53 მსოფლიო

ესპანეთში, ველენსიაში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „COVID-19“ ინფიცირებულთა რაოდენობამ 150–ს მიაღწია.

ჩინეთში „COVID-19“–ით დაღუპულთა და ინფექცირებულთა რაოდენობა ბოლო 1 კვირაა მკვეთრად მცირდება. გასული დღე–ღამის განმავლობაში ვირუსით 31 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,943–ს მიაღწია.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, ირანში – 77, ხოლო სამხრეთ კორეაში – 31.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S