დონალდ ტრამპის შტაბმა „ვაშინგტონ პოსტს“ უჩივლა
04/03/2020 05:42:45 მსოფლიო
დონალდ ტრამპის შტაბმა „ვაშინგტონ პოსტს“ უჩივლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარჩელში ტრამპის შტაბის წევრები ამტკიცებენ, რომ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ცრუ და ცილისმწამებლურ“ ინფორმაციას აქვეყნებდა.
საქმე ეხება სტატიებს, რომლებშიც ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრთა რუსეთთან კავშირებზეა საუბარი. კერძოდ, საქმეში ფიგურირებს ორი პუბლიკაცია, რომელიც „ვაშინგტონ პოსტში“ 2019 წელს გამოქვეყნდა. ამ სტატიებში საუბარი იყო 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის შტაბის წარმომადგენელთა რუსეთთან თანამშრომლობაზე, ასევე 2020 წლის არჩევნების წინა გარიგებაზეც.
„ვაშინგტონ პოსტს“ დონალდ ტრამპის იმიჯის გაურესებასა და სისტემატურ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს.
თავად გამოცემა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარ სიმართლლეს სასამართლოში დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ანალოგიური სარჩელი სასამართლოში „ნიუ იორკ თაიმსის“ წინააღმდეგაც შევიდა.


