იდლიბში კიდევ ერთი თურქი სამხედრო მოკლეს
04/03/2020 05:45:54 მსოფლიო
სირიაში, იდლიბის პროვინციაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო მოკლეს. ინფორმაცია თურქულ მედიას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დაუდასტურა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 3 მარტს, სამხედრო მოქმედებების დროს იდლიბში თურქეთის 9 ჯარისკაცი დაიჭრა.
თურქეთის პარლამენტმა იდლიბში შექმნილი მდგომარეობის შესახებ დახურული სხდომა გამართა.
თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ იდლიბის რეგიონში თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. ინციდენტის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 34 კი დაიჭრა.
27 თებერვლის შემდეგ იდლიბის რეგიონში თურქეთი ოპერაციას „გაზაფხულის ფარი“ ატარებს.


