Accentnews.ge
მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მლრდ დოლარს გამოჰყოფს

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მლრდ დოლარს გამოჰყოფს

04/03/2020 06:20:09 მსოფლიო

მსოფლიო ბანკი ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მლრდ დოლარს გამოყოფს. ფინანსური დახმარების მიზანი განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს გაძლიერება და კერძო სექტორთან კავშირის განმტკიცებაა, რათა ეკონომიკისთვის მიყენებული ნეგატიური შედეგები შემცირდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორგანიზაცია "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების" გაფრთხილება, რომ კორონავირუსის შედეგად ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის რეცესიაა მოსალოდნელი.

მსოფლიო ბანკის დახმარებას 70-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S