ჯო ბაიდენმა 14 შტატში გამართული პრაიმერიდან 8-ში გაიმარჯვა
04/03/2020 07:57:54 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "დემოკრატიული პარტიის" ნომინაციისათვის ბრძოლაში 14 შტატში გამართული პრაიმერიდან 8–ში გაიმარჯვა, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, ალაბამას, არკანზასის, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ლიდერობს.
წინასწარი შედეგების მიხედვით, იუტას, კალიფორნიის, ვერმონტისა და კოლორადოს შტატებში ბერნი სანდერსი იმარჯვებს.


