Accentnews.ge
რუსეთმა სამედიცინო ნაწარმის ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთმა სამედიცინო ნაწარმის ექსპორტი დროებით აკრძალა

04/03/2020 08:52:08 მსოფლიო

რუსეთმა სამედიცინო ნაწარმის ექსპორტი დროებით აკრძალა. შესაბამისი ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა არ გავრცელდება ჰუმანიტარულ დახმარებასა და ერთეულ ნივთებზე, რომელსაც მოქალაქეები პირადი მოხმარებისთვის იყენებენ.

ჩამონათვალში შედის: პირბადეები, მარლა, ბამბა, ბაჰილები, სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, ერთჯერადი ქიმიური დამცავი ხსნარები და სამოსი, სამედიცინო სათვალეები, ზოგიერთი სადეზინფექციო და ანტივირუსული პრეპარატი და სხვა.

დადგენილების თანახმად, აკრძალვა პირველ ივნისამდე გასტანს.

ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მალევე მსოფლიოში სამედიცინო ნაწარმის დეფიციტი წარმოიქმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S