Accentnews.ge
TI: სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციებმა 2 წელში 10 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს

TI: სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციებმა 2 წელში 10 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს

04/03/2020 09:08:37 სამართალი

სახელმწიფო რწმუნებულების 9 ადმინისტრაციამ ორი წლის განმავლობაში ხელფასებში, პრემიებში, ჯილდოებსა და სხვა მიმართულებით 10 797 168 ლარი დახარჯა, - იუწყება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI).

"გასული 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 8,2 მლნ ლარზე მეტი ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ეს მონაცემი 2016-2017 წლებთან შედარებით, 1,4 მლნ ლარით მეტია. ამავე პერიოდში 505 000 ლიტრზე მეტ საწვავში - 1,1 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 81 ავტომობილის შეკეთება-დიაგნოსტიკაში 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯა" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, TI-ს ინფორმაციით, ისინი ასე გამოიყურება:

  • ტელეკომუნიკაცია - 123 ათას ლარზე მეტი;
  • წარმომადგენლობითი ხარჯი (კვება, რესტორანი და ა.შ.) - 86 ათას ლარზე მეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S