Accentnews.ge
აშშ–ის ძალებმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ პოზიციები დაბომბეს

აშშ–ის ძალებმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ პოზიციები დაბომბეს

04/03/2020 09:44:20 მსოფლიო

აშშ–ის ძალებმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრეს–სპიკერი, პოლკოვნიკი სონი ლეგეტი ავრცელებს.

„4 მარტს აშშ–ის ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ეს იყო თავდაცვითი ღონისძიება, რათა შეგვეწყვიტა თალიბების შეტევები ავღანეთის სამთავრობო ძალებზე“, – აცხადებს პოლკოვნიკი ლეგეტი.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. თუმცა 3 მარტს თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე თავდასხმები განაახლეს.

შეთანხმების მიხედვით, შტატები და ნატო–ს მოკავშირეები მზად არიან, მათმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ ავღანეთი 14 თვის განმავლობაში დატოვოს. „თალიბანი“ კი, თავის მხრივ, პირობას დებს, რომ ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობა დამყარდება.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან არიან. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტის – 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის: ქართველი სამხედროები პირველად ავღანეთში 2004 წლის ოქტომბერში გამოჩდნენ. მაშინ 50 სამხედრო მოსამსახურე ერთჯერადი მისიით ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებს იცავდა. 2009 წლის ნოემბრამდე საქართველოს ავღანეთში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ჰყავდა, ისიც - ლიეტუვას კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის 17 ნოემბერს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული - 173 ქართველი მეომარი ქაბულში განათავსეს. 2010 წლის აპრილიდან ჰელმადის პროვინციაში ქართული მისია დამატებით 750 სამხედროთი გაიზარდა. 2013 წელს საქართველო ISAF-ის მისიაში 1600-მდე ჯარისკაცით იყო ჩართული. 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ნატო–ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია მოქმედებს. საქართველოდან მასში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებულები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S