Accentnews.ge
პესკოვი: “რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლების მიმართვას სათანადოდ გააანალიზებს”

პესკოვი: “რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლების მიმართვას სათანადოდ გააანალიზებს”

04/03/2020 10:36:06 მსოფლიო

“აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიმართვა რუსეთის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებამდე აუცილებლად იქნება მიტანილი”, - ამის შესახენ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

«ეს მიმართვა დიპლომატიური არხებით აუცილებლად მიაღწევს სმოლენსკის მოედნამდე, გადაეცემა ქვეყნის ხელმძღვანელობას და სათანადოდ იქნება გაანალიზებული», - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ შეხვედრა გამართა “აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩთან” ალექსეი დვინიანინთან. მან აღნიშნა, რომ რუსული მედიის მიერ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობები დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ასლან ბჟანიას სავარაუდო მოწამლვის შესახებ “აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას წარმოადგენს”.

ამასთან, ბგანბამ რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძრვა მოითხოვა.

«ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეფასდება, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ არამეგობრული აქტი. ვიტოვებთ უფლებას, აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და მოქალაქეები დავიცვათ», - მიმართა დვინიანინს ბგანბამ.

ამასთან, რუსულმა მედიამ დღეს გამოაქვეყნა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც ბჟანიასთვის დასმულ დიაგნოზზეა საუბარი.

«4 მარტს აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროში შემოვიდა ოფიციალური ინფორმაცია ასლან ბჟანიას დიაგნოზის შესახებ. მასში ნათქვამია იყო შემდეგი: «ორმხრივი პოლისეგმენტარუოი პნევმონია». ამ დროისთვის პაციენტი ინტენსიურ მკურნალობას გადის და სახეზეა გამოხატული დადებითი დინამიკა», - ნათქვამია განცხადებაში.

• აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია შეუძლოდ 2 მარტს გახდა და იგი სასწრაფოდ სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი კრასნოდარში გადასაყვანად მედიკამენტოზური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს. 3 მარტს, დილით, უკვე კრასნოდარის საავადმყოფოში იგი კომიდან გამოვიდა.

• აფხაზური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი ხელმეორედ მოწამლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S