Accentnews.ge
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიგალი აირჩიეს

უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიგალი აირჩიეს

04/03/2020 20:24:59 მსოფლიო

უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად დენის შმიგალი აირჩიეს.

მის კანდიდატურას უმაღლესი რადის (პარლამენტის) 291-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა აუცილებელი მინიმუმი 226-ს შეადგენდა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერი გონჩარუკი თანამდებობიდან დღეს გადააყენა. კენჭისყრაში 353 დეპუტატი მონაწილეობდა და პრემიერის გადაყენებას ყველამ დაუჭირა მხარი.

პრემიერის გადაყენების ინიციატივით რადას სახელმწიფო ხელისუფლების მართვის საპარლამენტო კომიტეტმა მიმართა.

გონჩარუკის მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერდა. სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ გონჩარუკის მუშაობის მიმართ პრეტენზიები გააჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის და რომ მისი უკმაყოფილება, კერძოდ, ეკონომიკის ვარდნას, სამედიცინო რეფორმის მიმდინარეობას, კომუნალური ტარიფების ზრდასა და კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდებოდა.

ცნობისთვის: უკრაინაში მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი - უმაღლესი რადა განსაზღვრავს. ამჟამად რადაში უმრავლესობა პროსაპრეზიდენტო პარტიას ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ იანვარში გონჩარუკმა თავად დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე. ეს ორ დღეში მოხდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა ანონიმური აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრემიერი აცხადებდა, რომ "ზელენსკი ეკონომიკის საკითხებში არაკომპეტენტურია". მაშინ ზელენსკიმ პრემიერის განაცხადი არ დააკმაყოფილა და ეს იმით ახსნა, რომ "ახლა სახელმწიფოს რყევის დრო არ არის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S