Accentnews.ge
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვილთა რიცხვი გაიზარდა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვილთა რიცხვი გაიზარდა

05/03/2020 04:59:36 მსოფლიო

კალიფორნიის შტატში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამგვარად აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

როგორც კალიფორნიის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. არსებული მონაცემებით, პაციენტი კორონავირუსით სავარაუდოდ 11-21 თებერვლის პერიდოში, საკრუიზო ხომალდზე დაავადდა, სან-ფრანცისკოდან მექსიკის მიმართულებით მოგზაურობისას.

როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, ჯანდაცვის უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან საკრუიზო ხომალდის სხვა მგზავრების იდენტიფიცირებისთვის.

ბოლო პერიოდი პაციენტი იზოლაციაში იმყოფებოდა და სიმპტომების გამოვლენამდე სხვა პირებთან მინიმალური კავშირი ჰქონდა. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით 27 თებერვალს გადაიყვანეს. ამჟამად, კარანტინში იმყოფებიან 10 ექიმი და საგანგებო სამსახურის ხუთი თანამშრომელი, რომლებსაც პაციენტთან მის იზოლაციამდე ჰქონდათ კავშირი. აღნიშნული 15 პირიდან დაავადების სიმპტომები არავის გამოუვლენია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S