ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა
05/03/2020 11:47:32 სამართალი
ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა. დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. ექიმების განცხადებით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, კამათი განქორწინებაზე წამოწყებულმა დავამ გამოიწვია.
ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებას შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.


