Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა

ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა

05/03/2020 13:09:29 მსოფლიო

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) 21 ადამიანი დაინფიცირდა.

„21–ივე პირი ეგვიპტეში და ისრაელში წმინდა ადგილების მოსალოცად იმყოფებოდა. მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ „COVID-19“ დაუდასტურდათ. ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან“, – აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

უკანასკნელი მონაცემებით, საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 31 ადამიანია ინფიცირებული.

ცნობისთვის: „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები ჩინეთში მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S