Accentnews.ge
ჰააგის სასამართლო ავღანეთში ომის შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს

ჰააგის სასამართლო ავღანეთში ომის შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს

05/03/2020 14:00:12 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ავღანეთში ომის შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს. იგი 2003 წლის მაისიდან დღემდე ქვეყნის მთავრობის, „თალიბანის“ და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს განიხილავს.

2019 წელს ICC –მ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა წარმართულიყო. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება „სამართლის ინტერესებს არ ემსახურებოდა“.

ICC–ს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ საქმეზე გამოძიების დაწყება 2017 წლის ნოემბერში მოითხოვა. 2019 წელს აშშ–მა მას ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.

ვაშინგტონმა ICC არაერთხელ გააფრთხილა, შეეწყვიტა აღნიშნული გამოძიება. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ამოქმედებითაც დაიმუქრა.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანა არ არის და ამერიკის მოქალაქეებზე მის უფლებამოსილებას არ აღიარებს. ავღანეთი კი სასამართლოს წევრი სახელმწიფოა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S