Accentnews.ge
20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა

06/03/2020 08:10:05 სამართალი

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა. კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S