რუსეთში კორონავირუსის გამო უმსხვილესი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო
06/03/2020 12:08:07 მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი კორონავირუსის გამო გადაიდო, - იუწყება «Интерфакс» ღონისძიების ორგანიზატორებზე დაყრდნობით.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი რუსული ბაზრის უმსხვილესი ყოველწლიური ღონისძიებაა. მასში ტრადიციულად, რუსეთის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ასევე რუსული და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიება ივნისის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო. ეს ფორუმის გაუქმების პირველი შემთხვევაა.
5 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში COVID-19-ით 97 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 ათასზე მეტი დაიღუპა.
ინფექციის ძირითად წყაროებად რჩებიან ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. სულ კი ვირუსი უკვე 76 სახელმწიფოშია გამოვლენილი.
სანქტ-პეტერბურგში ინფიცირების პირველი შემთხვევა 5 მარტს დაფიქსირდა: დაავადებული სტუდენტია იტალიიდან, რომელიც რუსულ სამედიცინო სასწავლებელში სწავლობს.


