Accentnews.ge
„რუსეთისგან მიღებული „ეს-400“ აპრილში გააქტიურდება“

„რუსეთისგან მიღებული „ეს-400“ აპრილში გააქტიურდება“

06/03/2020 12:50:57 მსოფლიო

თურქეთმა რუსეთისგან „ეს-400“-ის სარაკეტო სისტემა თითქმის სრულად მიიღო, რომელიც აპრილში ამოქმედდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია“,- აღნიშა ერდოღანმა.

ამასთან, მან სირიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთს სირიაში სამოქალაქო ომის დასრულება და პოლიტიკური პროცესის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად წარმართვა სურს.

მისივე თქმით, იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სირიის არმიის მხრიდან შესაძლო თავდასხმების და დარღვევების საპასუხოდ, თურქეთის არმია სრულ მზადყოფნაშია.

იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები 5 მარტს შეთანხმდნენ. შეხვედრა მოსკოვში შედგა და ექვს საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა სირიაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში რუსული სარაკეტო სისტემის გამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S