ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს
06/03/2020 13:04:23 სამართალი
თბილისში, ნაფარეულის 1 ნომერში ადგილობრივებმა გასროლის ხმა გაიგეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოძრავი მანქანიდან უცხო პირებმა ხუთჯერ გაისროლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია ვაზნები.
შსს-მ გამოძიება 236 მუხლის 3-4 ნაწილით მიმდინარეობას, რაც რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ფაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


