Accentnews.ge
ჰოკეიში მსოფლიო ჩემმპიონატი კორონავირუსის გამო შესაძლოა, რუსეთში ან ბელარუსში გადაიტანონ

ჰოკეიში მსოფლიო ჩემმპიონატი კორონავირუსის გამო შესაძლოა, რუსეთში ან ბელარუსში გადაიტანონ

06/03/2020 13:05:05 მსოფლიო

ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მაისში შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო შესაძლოა, რუსეთში ან ბელარუსში გადაიტანონ, - განუცხადა რუსულ ТАСС-ს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ შვეიცარიის ტერიტორიაზე მასობრივი ღონისძიებები დროებით აკრძალა.

ამის გამო უკვე გაუქმდა საათების ორი მსხვილი გამოფენა და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არ ჩატარდა ჟენევის ავტოსალონი.

“მსოფლიო ჩემპიონატის გადატანა ძალზე რთული საქმე იქნება, თუმცა შესაძლოა, გადავიტანოთ სოჭში, ან არის ბელარუსის ვარიანტიც. ახლა სხვადასხვა შესაძლებლობებს განვიხილავთ”, - აღნიშნა ფაზელმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ჩემპიონატის თავის ტერიტორიაზე ჩატარება ფედერაციას თავად შესთავაზა.

კიდევ ერთ ვარიანტად ტურნირის ერთი წლით გადავადება განიხილება.

ცნობისთვის: საერთაშორისო ფედერაციამ გაზაფხულისთვის მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი 7 მსხვილი ტურნირი უკვე გააუქმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S