„გრანდ პრინცესას“ 21 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა
07/03/2020 04:15:17 მსოფლიო
აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 19 შტატში. ამის შესახებ თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.
ამასთან, მაიკ პენსის განცხადებით, კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ხომალდ „გრანდ პრინცესას“ ბორტზე მყოფ პირებს შორის კორონავირუსით ინფიცირება 21-ს დაუდასტურდა. მედიის ცნობით, მათ შორის, ეკიპაჟის 19 წევრი და ორი მგზავრია. სულ კვლევა ბორტზე მყოფთაგან 49 ადამიანს ჩაუტარდა.
აშშ-ის ტერიტორიაზე დაავადებულთა რაოდენობა 200-ს აღემატება.
კორონავირუსის ახალ ტიპს მსოფლიოში 3 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაავადდა 100 ათასზე მეტი პირი.


