შვედეთში ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს
07/03/2020 11:11:02 სამართალი
შვედეთში ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. Reuters-ის ცნობით, პოლიციამ დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომელთა ვინაობა არ ხმაურდება და ორივე დაპატიმრებულია.
აბდურახმანოვი ევროპაში 2015 წლისან ცხოვრობს. მასზე თავდასხმა მიმდინარე წლის 26 თებერვალს განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ღამით ბლოგერის საცხოვრებელ სახლში შეიპარა და სცადა, მძინარე აბდურახმანოვისთვის თავის არეში ჩაქუჩით მიეყენებინა დარტყმა, თუმცა ბლოგერმა თავდასხმის მოგერიება მოახერხა დაპოლიცია გამოიძახა, მანამდე კი გაუვნებელყოფილი თავდამსხმელი გაკოჭა და აიძულა, ეამბო მისი მიზნების შესახებ, რაც მობილურით ვიდეოზე გადაიღო. ჩანაწერში თავდამსხმელი ამბობს, რომ “გროზნოელი აბდურახმანის დავალებით მოქმედებდა”.
• ტამსო აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი დატოვა, ეშინოდა რა კადიროვის გავლებნიან ნათესავებთან დაპირისპირების გამო მოსალოდნელი დევნის.
• გასული წლის მარტში ჩეჩნეთის რეპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა აბდურახმანოვს “სისხლიანი შურისძიება” გამოუცხადა. რამზან კადიროვის პრეს-მდიავნმა ალვი ქარიმოვმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ თარჯიმნებმა დაუდოვის მოსაზრება დაამახინჯეს.
• რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში წუხან რუსეთის მოქალაქეზე თავდასხმის გამო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ თავდასხმასა და ბლოგერის მიერ ჩეჩნეთის მაღალჩინოსნების კრიტიკას შორის კავშირს ვერ ხედავს.


