მედია: საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის წევრები დააკავეს
07/03/2020 13:04:08 მსოფლიო
სსაუდის არაბეთში სამეფო ოჯახის სამი წევრი დააკავეს, მეფის ძმისა და ძმისშვილის ჩათვლით, - იუწყება “The New York Times”.
დაკავებულებს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.
თავის მხრივ, The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ მეფის ძმა და ძმისშვილი მისი ვაჟის კონკურენტებად ითვლებოდნენ ტახტისათვის ბრძოლაში, თუმცა სამი წლის წინ მონარქმა ტახტის მემკვიდრეობითობის წესი შეცვალა და მემკვიდრედ მისი ვაჟი მუჰამედ ბინ სალმანი გამოაცხადა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, 2015 წელს ხელისუფლების სათევში მოსვლის მომენტიდან მეფე სალმან ბინ აბდულ-აზიზ ალ საუდი კორუფციასთან ბრძოლის მოტივით საკუთარ უფლებამოსილებას აფართოებდა.
მისი მითითებით დაპატიმრებულ იქნა სამეფო ოჯახის 200-ზე მეტი წევრი და მაღალჩინოსანი. თუმცა მოგვიანებით მათ უმრავლესობას ბრალდებები მოუხსნეს მას შემდეგ, რაც მათ თანხმობა განაცხადეს, სახელმწიფოსთვის მილიარდობით დოლარის აქტივები გადაეცათ.


