კორონავირუსით ინფიცირებული 58 354 ადამიანი გამოჯანმრთელდა
08/03/2020 03:39:47 მსოფლიო
მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 58 354 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 43 500 ადამიანი გამოჯანმრთელდა ჩინეთის ხუბეის პროვინციაში, 1 669 – ირანში, 589 – იტალიაში.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით 105 558 ადამიანია ინფიცირებული. აქედან ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში – 80 652, სამხრეთ კორეაში – 7 041, იტალიაში – 5 883, ირანში – 5 823. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ს 3 555 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში, მდინარე ნილოსზე მცურავი საკრუიზო ხომალდის 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც 45 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა.


